LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარჯიში ფულზე უფრო მეტად აბედნიერებს

302
5ca21a0e09b6031d652cefd3-750-563

ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფიზიკური აქტივობა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს ვინც რეგულარულად ვარჯიშობს ცუდი განწყობა წელიწადში 30-35 დღე აწუხებთ, ხოლო ცხოვრების ინერტული წესის მოყვარულებს ეს პრობლემა ბევრად უფრო ხშირად აქვთ.

ფაქტია, რომ ვარჯიში როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი სიჯანსაღისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ახალი კვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ ის ფინანსურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანიც კია.

სპეციალისტებმა 1,2 მილიონი ადამიანის ფსიქოლოგიური ქცევა შეისწავლეს და მთავარი კითხვები ფიზიკურ აქტივობას და ზოგადად განწყობას შეეხებოდა. ცდისპირებს ასევე შემოსავლები და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შეუმოწმეს.

შედეგად დადგინდა, რომ უფრო აქტიურები უფრო ბედნიერები იყვნენ. სპეციალისტებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სპორტ-დარბაზის მოყვარულები თავს ზუსტად ისევე გრძნობდნენ, როგორც ადამიანები, ვისი შემოსავალიც წელიწადში 25 ათას დოლარზე მეტი იყო.

ასე რომ თუკი გსურთ, რომ ბედნიერები იყოთ, ან ბევრი უნდა ივარჯიშოთ ან ძალიან ბევრი ფული უნდა იშოვოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები