LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილის მეტროს სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში, დღის განმავლობაში მეტრო არ დაიხურება: კახა კალაძე

108
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მეტროს სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში და დღის განმავლობაში მეტრო არ დაიხურება. მისივე განმარტებით, მეტრო ყველანაირად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

კალაძე ბოდიშს უხდის საზოგადოებას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა აღნიშნული სამუშაოების დაწყება.

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაცია შესაძლოა უცხოურმა კომპანიამ განახორციელოს

„რაც შეეხება სამუშაოებს, რა თქმა უნდა, სამუშაოები წარიმართება ღამის საათებში. დღის განმავლობაში მეტრო დახურული არ იქნება, თუ რაიმე მნიშვნელოვანი სამუშაო არ იქნება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკრეტული დღეები, როდესაც მეტრო არ იმუშავებს. დანარჩენ დღეებში მაქსიმალურად ვეცდებით მხოლოდ ღამის საათებში ვიმუშაოთ.

ადაპტირებული იქნება ყველანაირად შშმ პირთათვის და საკმაოდ მოწესრიგებული, ლამაზი დიზაინი არის. მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების დაწყება, თუმცა ამასაც აქვს თავისი ახსნა, რადგან დეტალურად გამოვიკვლიეთ ყველაფერი, არსებული მდგომარეობა, რამდენად გაუძლებს სამუშაოებს, რა პრობლემები იყო, რატომ მოხდა ის, რომ ჭერი ჩამოინგრა და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები