LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს [ვიდეო]

283
xelyumbara

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ყველა დაშავებული საავადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები აღენიშნებოდათ. ყველაზე მძიმედ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც ჭრილობების არეში ლითონის უცხო სხეულები აღენიშნებოდა. ამჟამად არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დაადგინა პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა და ახლა მის დასაკავებლად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები