LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვართ პიკურ პერიოდში, რაც სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება: გაბუნია

113
თამარ გაბუნია

“საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკურ პერიოდში ვართ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიამ ეპდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების შემთხვევების ზრდა 2 კვირის ინტერვალით სწორედ ინფიცირების პიკურ პერიოდს უკავშირდება:

“გარკვეულწილად, კარგია ის, რომ არ არის ინფიცირების ნახტომისებური მატება ბოლო პერიოდში. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ვფიქრობთ, ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება.

მთელს ქვეყანაში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, თბილისში საწოლების რაოდენობა 2 823-ია.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესე აქტიურად გრძელდება და ჯადაცვის სექტორის მიზანია, დაემატოს კლინიკები, სადაც აცრები ჩატარდება:

“ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გრძელდება, 70 ათასს ვუახლოვდებით ვაქცინირებულთა რაოდენობით და კარგია, რომ დღეში აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 000-ს, ჩვენი სამიზნე მომდევნო 10 დღის განმავლობაში არის 6 000, რომ დაემატოს კლინიკები, სადაც აცრები ჩატარდება.” – თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 13 მაისიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და ასევე დასრულდება გამოცხადებული უქმე დღეები.

ძალაში რჩება ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა.

 

პოპულალურები