LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასაძე: ბრძოლა გრძელდება, თუ ცემა-ტყეპას დაგვიწყებენ, თავს დავიცავთ [ვიდეო]

133
REY4W

ბიზნესმენი ლევან ვასაძემ აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით თუ მის გარეშე, მის მიერ ჩამოყალიბებული საორგანიზაციო ჯგუფი არ დაუშვებს „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი კვირეულის ჩატარებას. ამასთან, როგორც ვასაძე ამბობს, მათი აქციების ჩატარების მიზანი არა აგრესია და უკანონო ფორმირების ჩამოყალიბება, არამედ  ხალხის ბრბოდ გადაქცევის თავიდან აცილებაა.

” ხალხნო, ნუ აურევთ ერთმანეთში იმას, რაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ თუ დაპირისპირება დაიწყო, ჩვენ ვიმოქმედებთ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც გავაჟღერეთ. მანამდე კი, წყნარად და მშვიდად გამოძიების ყველა კითხვაზე ვიძლევით პასუხს და ვთანამშრომლობთ, რათა იყოს სიმშვიდე. ბოლომდე არ ვენდობით, მაგრამ ვხედავთ რაღაც ნიშნებს, რომ ისინიც არ არიან მოსურნეები ამ გარყვნილების ზეიმის ჩატარებისა, რომელსაც არ ჩავატარებინებთ სახელმწიფოს მხარდაჭერით ან მის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, „თბილისი პრაიდის” წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დაიცავენ თავს.

„არავითარი ცემა და ტყეპა ამ უბედური გრანტიჭამიების და გარყვნილების მქადაგებლების, არავითარ შემთხვევაში, მხოლოდ ვკიდებთ ხელს და გაგვყავს იქიდან. თუ პოლიცია დაგვიყენებს კორდონს, ჩვენ მას  გავარღვევთ.

არავითარი კომბალი არც ერთ გარყვნილს, არც ერთ პროპაგანდისტს ამ გარყვნილებისას, მაგრამ თუ ჩვენ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას და ხელს შეგვიშლიან წესრიგის დამყარებაში, დავიცავთ თავს. თუ ეს დანაშაულია მათ თვალში, ჩვენ თვალში დანაშაულია ის, რასაც ეგენი ჩაიდებენ, თუ დაუშვებენ საქართველოში ასეთ არეულობას. ჩვენ გარდა იქ მოვა უამრავი ხალხი, რომელიც არ არის არანაირად გაწევრიანებული საორგანიზაციო ჯგუფში, რომ წესრიგი იყოს, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკონტროლებთ და იქ იქნება მაინც არეულობა.

ყველა იმ ადამიანის ფუნქცია, ვინც ჩაეწერა მოხალისეთა სახალხო ჯგუფებში არ არის უკანონობის ფორმირება, არამედ სიწყნარის და სიმშვიდის შენარჩუნება და იმ ხალხის იქიდან გაყვანა ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი მეთოდით”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

https://www.facebook.com/wcf10/videos/460838221396468/

 

შეგახსენებთ, შინგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ “თბილისი პრაიდი” ღია სივრცეში არ უნდა ჩატარდეს. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება.

ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, მას შემდეგ რაც გუნდი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები