LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე 39.2%, ზურაბიშვილი 37.6% – გაერთიანებული ოპოზიციის შედეგებით ვაშაძე პირველ ადგილზე გავიდა

79

ოქმებით, რომელიც ამ დროისთვის გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს დათვლილი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს.მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლის მიხედვით და გაერთიანებული ოპოზიციის ხელთ არსებული ოქმებით, გრიგოლ ვაშაძე 39%-ზე, სალომე ზურაბიშვილი კი 37%-ზე მეტს აგროვებს. ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, მანამდე კი ოპოზიცია მზად არის დაიცვას ყველა ხმა.

„მიუხედავდ იმისა, რომ ცესკო ყველანაირი მანიპულაციებით ცდილობს ყველანაირი მანიპულაციით, რომ დაეხმაროს სახელისუფლებო კანდიდატს. ყველა დათვლებით, მათ შორის პარალელური დათვლების შედგებითაც და მათ შორის ჩვენს მიერ დათვლილი შედეგებით, სადაც დათვლილია თითქმის ყველა უბნიდან მიღებული შემაჯამებელი ოქმები გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია.  გრიგოლ ვაშაძე აქვს 39.2%, ზურაბიშვილმა კი მოაგროვა 37.6%.გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რა თქმა უნდა თბილისშიც.მერწმუნეთ თბილისმა გააკეთა, მართლაც ღირსეული არჩევანი, რადგან ეს არჩევნები იყო ჩვენი ღირსების არჩევანი.მიუხედავად იმისა, რომ დილის 8 საათიდან ჩვენ გვიწევდა მართლაც ბრძოლა ყველა უბნისათვის, რადგანაც ვნახეთ უპრეცენდენტო გაყალბების შემთხვევები ყველა უბანზე თბილისში, ამის მიუხედავად თბილისმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს.ამ უსამართლო ბრძოლაში გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, თბილისმა უარი უთხრა უსამართლობას, განუკითხაობას, თბილისმა უარი უთხრა  კრიმინალურ მმართველობას  და თბილისმა მხარი დაუჭირა ამ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება.

შედეგები კი ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%

გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%

დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%

შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%

ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%

დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები