LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე კობახიძეს: ქსენოფობია უკრაინელი ლტოლვილების სახლებიდან გამოყრაა და არა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნა

135
უსათაურო დიზაინი (8)

ქსენოფობიასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელ განცადებებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი, მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს და წერს, რომ ქსენოფობია უკრაინელი ლტოლვილების სახლებიდან გამოყრაა:

“ირაკლი კობახიძეს: ქსენოფობია უკრაინელი ლტოლვილების სახლებიდან გამოყრაა და არა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩვენი ღირსების და სუვერენიტეტის პატივისცემის მოთხოვნა!” – წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა”.

მისივე თქმით, თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები