LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონ პოსტი: აშშ-ში ვაქცინის დოზის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობენ

184
vaccine2021

აშშ ერთ-ერთია იმ იღბლიან ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაიწყეს, თუმცა არასაკმარისი დოზების პრობლემა მასაც შეეხო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ,,ფაიზერის” და ,,მოდერნას” ვაქცინებია ავტორიზებული, თუმცა ორივე მათგანის როგორც წარმოება, ასევე ტრანსპორტირება იმაზე ნელა ხდება, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ. სწორედ ამიტომაც აშშ-მა შესაძლოა ვაქცინაციის პროტოკოლს, უფრო კონკრეტულად კი ვაქცინის დოზირებასთან დაკავშირებულ პუნქტს გადახედოს.

როგორც ,,ფაიზერის”, ასევე “მოდერნას” ვაქცინის შემთხვევაში 95%-იანი დაცვის მისაღებად ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას, თუმცა მეცნიერების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ სჯობს ორჯერ მეტ ადამიანს 60%-იანი დაცვა ჰქონდეს, ვიდრე ორჯერ ნაკლებს 95%-იანი, რადგან აშშ მსოფლიო მასშტაბით ლიდერად რჩება კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ.

სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ 2021 წლის იანვრისათვის ხელმისაწვდომი იქნებოდა სხვა ავტორიზებული ვაქცინებიც, თუმცა ვინაიდან ეს ასე არ მოხდა, აშშ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. 1-ელი იანვრისათვის ქვეყანასმოსახლეობისმხოლოდ 1% ჰყავდა აცრილი, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. რადგან მაგალითად, ისრაელმა იმავე დროში მოსახლეობის 10% აცრა, მათ შორის 40%-ზე მეტი 60 წელზე უფროსი მოქალაქეები.

ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის წელში გასატეხად, რადგან გარდა იმისა,რომ აცრილი პირი არ ინფიცირდება, ვირუსის გავრცელების დინამიკაც მნიშვნელოვნად კლებულობს.

ცალკე საკითხი და ახალი პრობლემაა კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც აშშ-შიც ცირკულირებს და ეპიდემიოლოგების პროგნოზით, რამდენიმე თვის შემდეგ ის დომინანტი შტამი გახდება. ვირუსის ახალი ვარიანტი თავისთავად უფრო საშიში და ლეტალური არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, მისი დომინაცია ნიშნავს უფრო მეტ მძიმე პაციენტს, მეტ ჰოსპიტალიზაციას და მეტ გარდაცვლილს.

აშშ-ის მოსახლეობა ბოლო მონაცემებით 331 მილიონ ადამიანს შეადგენს, მათგან 100 მილიონზე მეტი რისკ-ჯგუფში შედის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები