LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

76
ენმ აშშ-ში

ვაშინგტონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ დღეიდან ოფიციალური ვიზიტი დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ატლანტიკურ საბჭოსთან და „ჯეიმსთაუნის“ ფონდთან გაიმართება.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრები – თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 ივნისს გაემგზავრნენ.