LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშლების პროგრამა ათ სკოლაში დეკემბრამდე გაგრძელდება

79

ვაშლების პროგრამას პირველი და მთავარი ეფექტი მოჰყვა ის, რომ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ყოველდღე ლაპარაკობს ამაზე, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ვაშლების პროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სწორედ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ისევე მნიშვნელოვანია, რას ჭამს ბავშვი სკოლაში, როგორც ის, თუ რას სწავლობს.

სკოლებში, სადაც ჩვენ არ მიგვიტანია ვაშლები, ბავშვებმა თავად მიიტანეს და მიირთმევენ. ოჯახებმა მიაქციეს ყურადღება თავიანთი შვილების ჯანსაღი კვების საკითხს. ჩვენი ამოცანა ეს იყო სწორედ, რომ მედიის დახმარებით მთელი ქვეყნის ყურადღება მიგვექცია იმისთვის, რომ ბავშვი რას ჭამს სკოლაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვათ, რას სწავლობს და რა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობს. ეს პროგრამა ძალიან ხალისიანად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ასევე ხალისიანად გაგრძელდება,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, ვაშლების პროგრამა ათ სკოლაში დეკემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები