LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო სურგულაძე: “მოსახლეობა რეგულაციებს რატომ არ იცავს? იმიტომ, რომ არავინ სთხოვს”

111
5555-51a46

“მოსახლეობა რეგულაციებს რატომ არ იცავს? – რატომ არ ვსვამთ შეკითხვებს. იმიტომ, რომ არავინ არ სთხოვს. აჭარას ჰყავს თავისი მინისტრი, გაისეირნოს ქუჩებში და ნახოს რა მდგომარეობაა.”-ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ვატო სურგულაძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კოვიდვითარების გაუმჯობესების მიზნით შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს, არამედ არსებული რეგულაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„ე.წ. საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობს, უამრავი ანტივაქსერია. ის ვაქცინები რაც შემოიტანეს, არასაკმარისია. თბილისში თუ იცრება ხალხი, გადით აგერ სამცხე-ჯავახეთში 6 თუ 7 000 ადამიანია სულ აცრილი 2 ვაქცინით, ორი ვაქცინით 135 ათასი თუ 145 ათასია სულ აცრილი.

„ლელოც“ და მეც შეზღუდვების წინააღმდეგი ვართ – ყველანაირი შეზღუდვების. უაზრო საკომენდანტო საათის და ერთ მანქანაში რომ ცოლ-ქმარი ვერ ჯდებოდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

რაც შეეხება რეგულაციებს – ნიღბის ტარება, დისტანცია, რატომ გვგონია, რომ ჩვენ ვართ უნგრეთში ან ბრიტანეთში. მუდმივად მიდის სპეკულაცია იმაზე, რომ მოსახლეობა თვითონ რას აკეთებს. მოსახლეობა როგორც კი ხედავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესუსტებულია ყველანაირი კონტროლი…ჩადით ბათუმში, აფთიაქშიც კი არ უკეთიათ ნიღბები. აღარ ვიძახი სავაჭრო ცენტრებზე, რესტორნებზე, კაფეებზე. ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც გვქონდა აგვისტოში. ზუსტად იგივე ხალხი მართავს ჩვენს ჯანდაცვას, ვინც მართავდა 2020 წელს. რატომ გვინდა, რომ სხვა შედეგი მივიღოთ.

მკაცრმა შეზღუდვებმა კი არ გადაარჩინა, დაღუპა ქვეყანა. განვასხვაოთ ერთმანეთისგან შეზღუდვები და რეგულაციები, ეს სხვადასხვა რაღაცაა. რეგულაციებს არ ვიცავთ.

მოსახლეობა რეგულაციებს რატომ არ იცავს? – რატომ არ ვსვამთ შეკითხვებს. იმიტომ, რომ არავინ არ სთხოვს.

აჭარას ჰყავს თავისი მინისტრი, გაისეირნოს ქუჩებში და ნახოს რა მდგომარეობაა. მაშინაც აჭარიდან წამოვიდა და არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც აჭარიდან წამოვიდეს მეოთხე ტალღაა თუ 24-ე ტალღაა“, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები