LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზის უნიკალური ჯიშები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

279

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდა. როგორც ”ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ქართული უნიკალური ენდემური ვაზის ჯიშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით გაშენდა.

მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ამსახველ საკარმიდამო ზონებში ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი ვაზის წამყვანი ჯიშები დაირგო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის ერთ-ერთი მიზანი, უცხოელი სტუმრებისთვის ქართული რვაათასწლიანი უნიკალური კულტურული   მემკვირდეობის გაცნობა და მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციაა.