LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ – ზაზა ნადირაძის მადლობა გულშემაკტივრებს

95
61565609_1364921853675798_7064099661404962816_n

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელიც ოქროს მედლისა და თასის მფლობელი გახდა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.

„მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გულშემატკივრობისთვის, მიხარია, რომ შევძელი და კიდევ გაგახარეთ. ჯერ ჯანები არის და ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ სწორედ თქვენმა გულშემატკივრობამ მომცა ძალა ამ შედეგისთვის, თორე მოგება კი არა, ფინალში ძლივს გავედი. როდესაც ერთმანეთს გვერდით დავუდგებით, ერთმანეთს ვუგულშემატკივრებთ და როცა გავერთიანდებით კარგი საქმისთვის, ძალიან ბევრს მივაღწევთ და წინ წავალთ.

გვიყვარდეს ერთმანეთი და ამით ნამდვილად გავიხარებთ. ასეა ეს და რა ვქნა?! მადლობა ყველას!” – წერს სპორტსმენი „ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კანოისტი ზაზა ნადირაძე მსოფლიო თასის პირველი ეტაპის გამარჯვებულია.

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

ზაზა ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა, რითაც საუკეთესო დრო აჩვენა.

ქართველმა სპორტსმენმა 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა – 39.191 წამი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები