LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვეფხი და მოყმის“ ტერიტორიაზე გზაგამტარის მშენებლობა გადაიდო

474
1482918827645705

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ საბიუჯეტო შემოსავლების კლების გამო “ვეფხვი და მოყმის” ერთი პროექტი შეჩერდება. კახი კალაძემ ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული პროექტი, რომელიც მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობას ითვალისწინებდა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება.

„ერთი პროექტი, რაც შეჩერდება, რაზეც უკვე შემიძლია გადაჭრით გითხრათ, ეს არის „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი გზაგამტარის მშენებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი არ განხორციელდება. უბრალოდ, დროში გადაიწევს. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტუქტურული სამუშაოების დაწყების შესახებ დედაქალაქის მერმა გასული წლის 10 ივლისს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და პროექტს “მასშტაბური” უწოდა, რომელიც მისივე განმარტებით, საგზაო მოძრაობის განტვირთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები