LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეხვეწებოდი დედა მაპოვნინე მეთქი – მანანა თოდაძე ბავშვობის ტრამვას იხსენებს(ვიდეო)

7820
75085116-963539854014031-1300416960793673728-n (1)

მომღერალი მანანა თოდაძე გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორში” ბავშვობის ტრავმას იხსენებს.მისი თქმით, 7 წლის ასაკში, მეზობელმა ეზოში თამაშის დროს მიაძახა რომ ნაშვლები იყო.

“მატარებელში ხარ ნაპოვნი კალათაშიო. დამინგრია ცხოვრება… იმიტომ რომ დიდი ხანი დამჭირდა დავრწმუნებულვიყავი. ძალიან დიდი ტრამვა იყო. ჩავიკეტე იმ დღის მერე, სწავლასაც თავი დავანებე. ოჯახში ვერ მამჩნევდნენ. მშობლებმა ეს არ იცოდნენ. ეს გრძელდებოდა ერთი თვე…

დედას ვეძებდი… დამრიგებელმა შემატყო რომ ხასიათზე ვერ ვიყავი. გაკვეთილების მერე დამტოვა. რა მოგივიდა შვილიო… ტირილით ჩავეხუტე და ვეხვეწებოდი დედა მაპოვნინე მეთქი… იმდენად დიდი ტკივილი იყო ეს ჩემთვის, დღესაც მშვიდად არ შემიძლია მოყოლა”

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მოგვიანებით მშობლებმა ეს ამბავი გაიგეს და ძალიან დიდხანს დაჭირდათ მისი დარწმუნება, რომ მათი შვილი იყო.

“თითქოს დამარწმუნეს, მაგრამ სადღაც მაინც მქონდა რაღაც ეჭვი…”

https://www.facebook.com/SicruisDeteqtori/videos/539606333283683/?v=539606333283683

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები