LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით 100 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს, შემდეგ შევისყიდით 18-მეტრიან ავტობუსებს – კახა კალაძე

140
84237242-3290944114255499-5681136139306532864-o

“შესყიდვები დაწყებული გვაქვს. 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი, დამზადების პროცესშია და ძალიან მალე დაიწყებს შემოსვლას”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შემდგომ ეტაპზე მერია კიდევ 100 ერთეულ 12-მეტრიან და 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეიძენს.

კახა კალაძემ მიკროავტობუსების განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი შეჩერდა, თუმცა უახლოეს მომავალში აუცილებლად განახლდება. მისივე თქმით, მოწესრიგდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურაც.

“მიკროავტობუსების ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ტენდერი ფაქტობრივად გამოცხადებული იყო, თუმცა ამ სიტუაციის გამო, დროებით შევაჩერეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ განხორციელდება მიკროავტობუსების შესყიდვა, აუცილებლად განახლდება და მიკროავტობუსებიც მოწესრიგდება. პარალელურად, ჩვენ ამ პროექტების განხორციელების დროს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმას, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს, განახლდეს და შეიქმნას საავტობუსე ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეძლოს ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადაადგილება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულალურები