LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საბოლოო მიზანს – დეოკუპაციას მივაღწიოთ: კუჭავა აშშ-ევროკავშირის განცხადებაზე

45
კახა კუჭავა

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო და უკრაინა ნამდვილად ყველასთვის განსახილველ  საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც ყველა პირდაპირ აღიარებს იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს,” – პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებას აფასებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.

კახა კუჭავას თქმით, ეს მხოლოდ განცხადებების დონეზე არ უნდა დარჩეს და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დეოკუპაციას ემსახურება, უნდა აღსრულდეს:

“​ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც მოვისმინეთ. საქართველო, უკრაინა ნამდვილად ყველასთვის განსახილველ საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს არის ორი კონკრეტული ქვეყანა, სადაც ყველა პირდაპირ აღიარებს იმ აგრესიას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს.

ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ განცხადებების დონეზე და რასაც ჩვენ ველოდებით, ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ – ეს არის დეოკუპაცია და, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ იმ ვალდებულებების შესრულება, რაც მას მოუწევს ადრე თუ გვიან (იმედია ადრე), რომელიც როგორც ხელშეკრულებით აქვს აღებული, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა აღასრულოს.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც წერია:

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას”.

მივიღეთ უმაღლესი შეფასებები, რომ ნატო-ს წევრობას ვიმსახურებთ, იმედს ვიტოვებ, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი მალე გახდება: კუჭავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები