LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში, სარესტორნო ბიზნესის გამოსაცოცხლებლად, მოსახლეობას გასტრონომიულ ვაუჩერებს დაურიგებენ

137
venanewwscfrst

ვენაში სარესტორნო ბიზნესის გამოსაცოცხლებლად საინტერესო გზა მოიფიქრეს. მოსახლეობას გასტრონომიული ვაუჩერები დაურიგდება და მათ გამოყენებას სასურველ რესტორანში შეძლებს.

ავსტრია კორონავირუსმა მეზობელ იტალიასთან შედარებით ნაკლებად დააზარალა. სწრაფი რეაგირების და მკაცრი კარანტინის დამსახურებით სიტუაცია მალევე დასტაბილურდა და ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. მიუხედავად ამისა, სარესტორნე ბიზნესი იძულებითი შესვენებისთვის მზად არ იყო და კრიზისის დაძლევა ძალიან გაუჭირდა.

ნორმალური ცხოვრების დასაბრუნებლად ხელისუფლებამ მთელი სექტორის სტიმულირება გადაწყვიტა.

ყავის სახლების, პაბებისა თუ რესტორნებისთვის ახალი სტარტის მისაცემად ვენაში 25 და 50 ევროს ნომინალის ვაუჩერებს დაარიგებენ. 25 ევრო ერთი ადამიანის, 50 ევრო კი ოჯახისთვისაა განკუთვნილი.

„ვენის გასტრონომიული სცენა 6,500–მდე ბიზნესს მოიცავს, რაც 60 ათასამდე სამუშაო ადგილს და ქალაქის ბიუჯეტში შეტანილ 1,4 მილიარდ ევროს ნიშნავს“ – განაცხადა ქალაქის მერმა.

ვენის გასტრო–ვაუჩერები 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე იმოქმედებს და მოსახლეობას მათი გამოყენება სასურველ რესტორანსა თუ ბარში შეეძლება.

ინიციატივა ფედერალური მთავრობის მასშტაბური გეგმის ნაწილია და სხვადასხვა ბიზნესების დასახმარებლად გადასახადების შემცირებაც იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები