LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენდი“ ქართული წარმოების წახალისებისთვის დაჯილდოვდა

54

„ვენდიმ“ ქართული წარმოების წახალისებისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისათვის „გარდენ ჰოლში“ გამართულ მედიაჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ტრადიციულ „ბიზნეს დაჯილდოებაზე“ მორიგი აღიარება მიიღო. „ხარისხის გარანტი“, „ეროვნული წარმოება“, „მაღალი ეკოლოგიური სტანდარტი“ – ესაა ჯილდოები, რომელიც 2016 – 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალზე „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელს ერგო.

„ვენდიმ“ „ხარისხის გარანტი“ საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და სისუფთავისთვის მიიღო. ეროვნული წარმოების წახალისებისათვის ჯილდო კი „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებისათვის ერგო.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და ეროვნული წარმოების წახალისებაა.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. “ვენდის” შემთხვევაში, მთელ სხვა რიგ პროდუქტებთან ერთად ადგილზევე ხდება საქონლისა და ფრინველის ხორცის, პურების წარმოება რომელიც ბურგერებისთვის გამოიყენება. როგორც “ვენდისში”, ასევე “დანკინ დონატსში” იმპორტი სრულად ჩავანაცვლეთ ქართული პროდუქციით, რამაც მილიონობით ლარი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ამ ძალისხმევის დაფასება და მორიგი ხარისხის ჯილდო ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა“,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები