LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია არ გეგონოთ – წვიმის გამო ქუთაისში ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

519
ქუთაისი22

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქუთაისში. ქალაქის ცენტრი დატბორილია, რამაც მანქანების გადაადგილება შეაფერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.  ამ დროისთვის წვიმამ იკლო.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხმარებელი ხვიჩა ვაშაყმაძე აყვეყნებს ფოტოს, სადაც ქუთაისის დატბორილი ქუჩები ჩანს.

ვენეცია არ გეგონოთ. ასე გამოიყურება ქუთაისის ქუჩები კოკისპირული წვიმის და მილიონებგადაყრილი, მაგრამ მაინც მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემის “დამსახურებით”.?” – წერს ხვიჩა ვაშაყმაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები