LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია დაიტბორა [ვიდეო]

229

ვენეცია 3/4 დაიტბორა – მიზეზი ტალღებია, რომელიც, თავის მხრივ, ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

ქარიშხალი სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა, რასაც იტალიაში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაზიანებულია ხეები და ინფრასტრუქტურა.

წყლის დონემ 156 სანტიმეტრს მიაღწია. ტურისტები და ადგილობრივები ქუჩაში გადასაადგილებლად მაღალ ფეხსაცმელებს იყენებენ. გაჩერებულია წყლის ავტობუსები და ტრანსპორტს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში იყენებენ.

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუგნაროს თქმით, ქალაქი დატბორვას გადაურჩებოდა, წყლის შემაკავებელი წყალქვეშა ბარიერები დროულად რომ აგებულიყო – პროექტი, სახელწოდებით – მოსე წლებია დაგეგმილია, თუმცა, მისი განხორციელება სავარაუდოდ, თანხების გაფლანგვის და კორუფციის გამო გადაიდო.

ჩვეულებისამებრ, ძლიერი წვიმების დროს ადგილობრივები სახლების შესასვლელთან დამცავ ბარიერებს აკეთებენ, იმისთვის, რომ სახლში წყალი არ შევიდეს. ამჯერად ეს მეთოდი არ ჭრის და მაღაზიების მეპატრონეები, საკუთარი საქონლის დაცვლას წყლის ტუმბოებით ცდილობენ.

სტატისტიკის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ, ქალაქს ასეთი დონის სტიქია არ ახსოვს.

აღსანიშნავია, რომ რომში დახურულია მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა კოლიზეუმი და რომის ფორუმი. ასევე, დროებით არ მუშაობს სკოლები და სხვა დაწესებულებები.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები რა ვითარებაა იტალიის სხვა ქალაქებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები