LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში კარანტინის დასრულების შემდეგ ტურიზმის შეზღუდვას გეგმავენ

225
5e9d8f8c9106e-picture-post (1)

ვენეციელები ფიქრობენ, რომ ტურიზმის მიმართ დამოკიდებულებას გადახედონ. იტალიურ ქალაქს სურს, რომ მოგზაურობა სხვა დონეზე აიყვანოს და ვიზიტორებისთვის მთელი რიგი ახალი შეზღუდვები დააწესოს.

„ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავედით, რამდენიმე თვის წინ ვენეციის ქუჩებში გავლა ჭირდა, ახლა კი სრული სიცარიელეა“, აცხადებს ტურისტული ასოციაციის Venessia–ს ხელმძღვანელი მატეო სეკი.

არასმთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას უკვე დიდი ხანია რაც მოუწოდებენ, რომ ქალაქი ტურისტთა შემოტევისგან იხსნან. კარანტინის წესების შემოღების შემდეგ ვენეცია ბევრად უფრო წყნარი და სუფთა გახდა. ადგილობრივებმაც შვებით ამოისუნთქეს. თუმცა, ქალაქის ეკონომიკა, რომელიც ძირითადად სწორედ ტურიზმზე იყო დაფუძნებული, ძალიან დაზარალდა.

სასტუმროების მფლობელები ფიქრობენ, რომ საქმიანობის ძველ რეჟიმში გაგრძელებას მხოლოდ 2021 წლის თებერვლიდან თუ შეძლებენ. მანამდე კი მთავრობა მოგზაურობის ახალი კულტურის დამკვიდრებას მოასწრებს: აუარებელი ვიზიტორის ნაცვლად ქალაქი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დამსვენებელს უმასპინძლებს. ბუნებრივია, შემცირებული ადგილები ავტომატურად ფასების ზრდასაც ნიშნავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები