LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენსან კასელი და თინა კუნაკი ერთი წლის ქალიშვილთან ერთად რიოს სანაპიროზე

1659
kunakikaseli

54 წლის ვენსან კასელი და მისი მეუღლე, 23 წლის თინა კუნაკი ისევ რიო-დე-ჟაინეროში ისვენებენ. წყვილის გადაღება ამჯერად პაპარაცებმა სანაპიროზე მოახერხეს. საინტერესოა, რომ პირველად ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა წყვილის ქალიშვილი, ერთი წლის ამაზონი, რომელსაც ამ დრომდე მშობლები მედიისგან მალავდნენ.

კასელთან და კუნაკისთან ერთად ასევე იმყოფება კასელისა და მონიკა ბელუჩის ქალიშვილი, 10 წლის ლეონი. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუნაკს კასელის უფროს ქალიშვილებთან კარგი ურთიერთობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები