LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს” – ანა დოლიძე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთში იყრის

247
BeFunky-collage (4)

პოლიტიკური მოძრაობა „ახალი პლატფორმა მემორანდუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე დიდუბის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე იყრის კენჭს. ინფორმაცია დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით“,-ნათქვამია დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ახალი მოდელის მიხედვით, პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები