LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერ მოვიფიქრე, რა შეიძლებოდა თქვენთვის მეკითხა – ჟურნალისტი მამუკა ბახტაძეს [ვიდეო]

762
irakliiii

მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე სააგენტო „ფრანს პრესის“ წარმომადგენელმა შეკითხვა არ დასვა.

პრესკონფერენციაზე, რომელზეც სულ რვა ჟურნალისტი იმყოფებოდა და მათ კითხვების დასმის ლიმიტიც ჰქონდათ, ირაკლი მეტრეველმა მისი კუთვნილი დრო, აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელს გადაულოცა.

„სიმართლე გითხრათ, მე ძალიან დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა თქვენთვის მეკითხა. ვერაფერი მოვიფიქრე. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აჭარის ტელევიზიას ჰქონდა დაუსმელი კითხვები და მივცეთ საშუალება,“  – თქვა ირაკლი მეტრეველმა.

აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელმა კი დათმობილი დრო კვლავ შემდეგი კითხვებისთვის გამოიყენა: რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ბახტაძემ თანამდებობა დატოვა და ორი მთავარი მიღწევა და პრობლემური საკითხები მისი პრემიერობის დროს.

„მე უფრო მკაფიოდ და ნათლად როგორ გავაკეთო განმარტება მიჭირს წარმოვიდგინო. პასუხი არის ძალიან მარტივი – მე მოვედი კონკრეტული პროგრამით და მიზნით, ეს იყო მთავარი მოტივაცია, რატომაც შემოვედი ქართულ პოლიტიკაში. ეს მიზანი მიღწეულია – სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს დანერგვა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნახეთ ამავე თემაზე: “ეს არის ძალიან საშიში მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის” – რა აწუხებს ბახტაძეს?

მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტზე: ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს

ბახტაძე: გადადგომაზე ივანიშვილს გაზაფხულზე ვესაუბრე, თავიდან არ იყო თანხმობა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები