LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს: ბექა ლილუაშვილი

70
beqa-liluashvili

უმრავლესობიდან გასული დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას მხარი არ დაუჭირა, იმის გამო, რომ ვერ ხედავს სიძლიერეს საპარლამენტო ინსიტუტში.

„კახა კუჭავას კანდიდატურას რატომ არ დავუჭირეთ მხარი, ასე არ დავსვამდი კითხვას, ზოგადად კანდიდატურას არ დავუჭირეთ მხარი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მმართველი გუნდის მხრიდან აქვს გაცხადებული და აღებული პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, რაც პირველ რიგში, მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავის პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს, ამიტომ ჩემთვის ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ექვსი კი, წინააღმდეგი წავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ 24 აპრილს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები