LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერასდროს მიხვდება, რატომ არ ავიღე მისგან შემოთავაზებული 10 მილიონი: ნიკა გვარამია

155
59818274-2436937119726361-4804148021266743296-n

„მთავარი არხის“ გენერალური ფირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას 10 მილიონი შესთავაზა და მან ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

„ტვ პირველის“ ეთერში გვარამიამ 10 მილიონზე უარის თქმის დეტალები განმარტა.

„მე არ ვწერივარ პროგნოზირებად ადამიანებში. ე.წ „რიკოშეტი“ ვარ მისთვის. ის ძალიან მარტივად უმკლავდება ადამიანებს, რომლებიც გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოქმედებს. გეგმა თუ არსებობს, ივანიშვილი მას შიფრავს და გუდავს. თუ გეგმა ირაციონალური და რიკოშეტულია, ის გაოცებული ადევნებს თვალყურს.

ივანიშვილი ვერასდროს მიხვდება, რატომ არ ავიღე მისგან შემოთავაზებული 10 მილიონი, სანაცვლოდ ქვეყნიდან წასვლას მთხოვდნენ, ეს იყო ჯერ კიდევ, მაშინ როცა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ვიყავი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები