LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პარლამენტში ამნისტიის კანონზე მიმდინარე მსჯელობა გაგრძელდეს: კარლ ჰარცელი

58
კარლ ჰარცელი

“როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში ორი პროექტია, რომელიც უნდა განიხილონ. ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პარლამენტში მიმდინარე მსჯელობა გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს.

დასმულ შეკითხვაზე  – არის თუ არა ევროკავშირი მზად, გირაო გადაიხადოს, ელჩმა უპასუხა, რომ ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რომელზედაც ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ამჟამად მიმდინარეობს. ვნახავთ, როგორ გაგრძელდება მომდევნო დღეებში“, – აღნიშნა ელჩმა.

ჰარცელის განცხადებით, აუცილებელია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელების პირველი ნაბიჯები რაც შეიძლება მალე გადაიდგას, რაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებამდე მიიყვანს.

პოპულალურები