იაპონიაში 2020 წლის ოლიმპიადისთვის მედლების დასამზადებლად სმარტფონების შეგროვება დაიწყეს.

სმარტფონების გარდა იაპონიაში ციფრულ კამერებს, ნოუთბუქებს, პორტატულ კონსოლებს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს აგროვებენ. შეგროვება აპრილის დასაწყისში დაიწყო.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორთა საბჭომ გასული წლის ნოემბერში მედლების დასამზადებლად გადამუშავებული ლითონების გამოყენების იდეა მოიწონა. აქცია ორი წელი გაგრძელდება. მისი მიზანია თითქმის რვა ტონა ლითონის მოგროვება საერთო წონით – 40 კილოგრამი ოქრო, 4.9 ტონა ვერცხლი და 2,9 ტონა ბრინჯაო. სულ 5 ათასი მედალი უნდა დამზადდეს, მათ შორის პარალიმპიელებისთვის.

ყველა, ვინც თავის მოწყობილობას ჩააბარებს, მიიღებს QR კოდს, რაც საშუალებას მისცემს თვალი ადევნონ მედლების დამზადების პროცესს.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05