LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 12 მიზანი, რომლის მიღწევასაც ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს

92
ipiccy-image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე 12 ძირითადი მიზანი გამოიკვეთა, რომელთა მიღწევასაც ეკონომიკის სამინისტრო მომდევნო წლებში განიხილავს. ეს მიზნებია: ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, საგარეო ვაჭრობის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება, კაპიტალის ბაზრის განვითარება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, წიაღის სექტორის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება, ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, ტურიზმის მდგრადი განვითარება, ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება.

„ეკონომიკური ზრდა არაა საკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ კეთილდღეობას. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა არა უბრალოდ ზრდისთვის, არამედ – სიღარიბის დაძლევისთვის“, – თქვა დღეს ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც თურნავა განმარტავს, მისი უწყების მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება. მთავრობა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის განვითარებით აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები