LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ადამიანმა დაკარგა ულამაზესი ეზო, სახლი აფხაზეთში და ბევრი წვალების შემდეგ, თავისივე ხელით გააშენა ახალი ბაღი“ – ეზო სამეგრელოში, რომელმაც უამრავი ადამიანი მოხიბლა

2121
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

სამეგრელო მრავალი წელია განთქმულია ულამაზესი ეზოებით. შესაბამისად, ეზო-კარის მოვლის მეგრული კულტურაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. მეტიც, ცნობილია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ კუთხეში ხშირად ტარდება კონკურსები ყველაზე ლამაზი ეზოს გამოსავლენად.

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კიდევ ერთი ულამაზესი ეზოს ვიდეო, რომლითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა.

სოფელ ორსანტიაში აფხაზეთიდან დევნილი კაცის, კახა ხასიას მიერ ეზოში საკუთარი ხელით გაშენებული ბაღის ვიდეოს მოცეკვავე ლადო წიტაშვილი უზიარებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე საზოგადოებას წარწერით: „ადამიანმა დაკარგა ულამაზესი ეზო, სახლი აფხაზეთში, და ბევრი წვალების შემდეგ თავისივე ხელით ააშენა და გააშენა ახალი ბაღი…“

„არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი მათემატიკა.. ამიტომაც არის აქაურობა ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც“ – გიორგი კეკელიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები