LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აეროტაქსი მსოფლიოს უდიდესი ქალაქის თავზე

130
airtax205

ორადგილიანი აეროტაქსის პირველი სატესტო ფრენა პეკინის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა, უპილოტო საფრენმა მოწყობილობამ გადაუფრინა ქალაქს სადაც ფრენასთან დაკავშირებით მკაცრად რეგლამენტირებული ნორმები მოქმედებს.

პროექტის ავტორების განცხადებით, გასული თებერვლის თვეში უკვე ხუთი საცდელი ფრენა ჩატარდა. ცდებისთვის –14 გრადუსიანი ტემპერატურა შეირჩა, რადგან ყინვაში აეროტაქსის უსაფრთხოება თუ სანდოობა უკეთ გამოვლენილიყო.

მთლიანობაში კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასამდე ფრენა იყო და ცდებმა მსოფლიოს 8 ქვეყნის 42 ქალაქი მოიცვა. დრონი–ტაქსი არამხოლოდ ყინვაში, არამედ ცხელ უდაბნოში და ტაიფუნის დროსაც გამოსცადეს.

ორადგილიანი საფრენი აპარატი 5,6 მეტრის სიგრძის და 1,8 მეტრის სიმაღლისა და სიგანისაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ–ია, ფრენის დისტანცია კი ჯერ–ჯერობით 35 კილომეტრამდეა შეზღუდული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები