„ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ხშირად ადარებენ აფრიკას. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, ალბათ მიხვდებით რატომაც“, – ამ სათაურით აქვეყნებს “მოგზაურთა კლუბში” ვიდეორგოლს ბლოგერი

ოთო ნიკურაძე.

ის ამბობს, რომ ვაშლოვანში პირველად შარშან, მაისში იმოგზაურა. „1 დღიანი გასვლა მქონდა თბილისიდან. მოკლედ რომ ვთქვა, გაოგნებული დავრჩი იმდენად მომეწონა და გადავწყვიტე, სხვა სეზონზეც მემოგზაურა. ამჯერად, უკვე სრული 3 დღე გამოვყავი დასათვალიერებლად. თანაც, გაგონილი მქონდა რომ შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა“, – აღნიშნას მოგზაური ბლოგერი.

ის დეტალურად აღწერს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას და დაინტერესებულ პირებს რჩევებსაც აძლევს.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს ხშირად ადარებენ აფრიკას. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ, ალბათ მიხვდებით რატომაც 😄ვაშლოვანში პირველად შარშან, მაისში ვიმოგზაურე: 1 დღიანი გასვლა მქონდა თბილისიდან. მოკლედ რომ ვთქვა, გაოგნებული დავრჩი იმდენად მომეწონა და გადავწყვიტე სხვა სეზონზეც მემოგზაურა. ამჯერად უკვე სრული 3 დღე გამოვყავი დასათვალიერებლად. თანაც გაგონილი მქონდა რომ შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა.პირველ დღეს თბილისიდან გავემართეთ დედოფლისწყაროსკენ, სადაც ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ ვაშლოვანი სრულყოფილად დაათვალიეროთ, აუცილებელია სასაზღვრო საშვის აღება, რადგან ზოგიერთი ადგილი საკმაოდ ახლოსაა აზერბაიჯანის საზღვართან. მე წინასწარ მქონდა მეილის საშუალებით გაგზავნილი საჭირო საბუთები (პირადობის მოწმობა + ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა), შესაბამისად ადგილზე ჩასვლისთანავე გამზადებული დამხვდა საშვები. ავტომობილის შესვლის ღირებულებაა 5 ლარი, პლუს თითო ადამიანზე 5 ლარი. რაც შეეხება ვიზიტორთა ცენტს, აქაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა. ასევე ადგილზე აგიხსნიან საჭირო ინფორმაციას და მოგცემენ რჩევებს. გაითვალისწინეთ, რომ კოვიდ-19 -ის გამო, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასარჩენი "ბუნგალოები" დროებით დაკეტილია, ასე თუ შიგნით გადაწყვეტთ ღამის გათენებას, მოგიწევთ კარვით ან მანქანით სარგებლობა. თავის დაზღვევის მიზნით ბაკი გადავავსე ბენზინით და დამატებით 20 ლიტრი საწვავიც მოვიმარაგე (რომელიც რეალურად არ დამჭირდა) გირჩევთ წინასწარ ჩაწეროთ ოფლაინ რუკაც, რადგან ვაშლოვანის ტერიტორიაზე ინტერნეტს რთულად თუ დაიჭერთ. პირველ ღამეს გადავწყვიტეთ მიჯნისყურეში დავბანაკებულიყავით, რომელიც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მდებარეობს. აქვეა მოწყობილი რეინჯერთა სადგომი, სადაც შესაძლებელია დაბანაკება. ვისაც ქვეწარმავლების გეშინიათ, კარგი ამბავი მაქვს: ძალიან ბევრი კატა ჰყავთ, რომლებიც არ აჭაჭანებენ. თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით ღამით მაინც დავამონტაჟეთ ქვეწარმავლების საწინააღმდეგო მოწყობილობა, რომელიც გორგიაში იყიდება და ღირს 40 ლარი. პირველივე დღეს მოვინახულეთ დათვისხევი, ალესილები და პანტიშარას გადასახედის გავლით მივედით მიჯნისყურეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე საინტერესო ადგილების მოსანახულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ 4×4 ავტომობილი.მეორე დღეს კი გეზი კაკლის ყურისკენ გვქონდა. გადავწყვიტეთ მთებით გადავსულიყავით. გზა საკმაოდ შორი, რთული და დამღლელია. თანაც, როცა ადგილზე მივედით ადამიანის თვალისთვის არ იყო იმდენად ეფექტური, მხოლოდ დრონს თუ შეუძლია იმ სილამაზის დანახვა. შესაბამისად გირჩევთ მეორე დღეც უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე გაატაროთ. მეორე ღამეს კი დავრჩით დედოფლისწყაროში, ძალიან საყვარელ კოტეჯში – თეოს კოტეჯები • Teo’s Cottages , რომელიც ძალიან ახლოსაა დედოფლისწყაროს მთავარ ღირსშესანიშნაობებთან: არწივის ხეობა, ხორნაბუჯის ციხე და ელიას მთის მონასტერი. ამათ დიდი ალბათობით კიდევ ერთ პოსტს მივუძღვნი და იქ უფრო დეტალურად მოგიყვებით.მოკლედ, სანამ აცივდება, ყველას გაქვთ დრო და შანსი რომ წახვიდეთ ქართულ აფრიკაში და აღმოაჩინოთ ისეთი საქართველო, რომელიც შეიძლება არც კი იცოდით რომ არსებობდა.

Posted by Oto Nikuradze on ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2020

 

„პირველ დღეს თბილისიდან გავემართეთ დედოფლისწყაროსკენ, სადაც ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ თუ გინდათ ვაშლოვანი სრულყოფილად დაათვალიეროთ, აუცილებელია სასაზღვრო საშვის აღება, რადგან ზოგიერთი ადგილი საკმაოდ ახლოსაა აზერბაიჯანის საზღვართან. მე წინასწარ მქონდა მეილის საშუალებით გაგზავნილი საჭირო საბუთები (პირადობის მოწმობა + ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა), შესაბამისად, ადგილზე ჩასვლისთანავე გამზადებული დამხვდა საშვები. ავტომობილის შესვლის ღირებულებაა 5 ლარი, პლუს თითო ადამიანზე 5 ლარი. რაც შეეხება ვიზიტორთა ცენტრს, აქაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა. ასევე ადგილზე აგიხსნიან საჭირო ინფორმაციას და მოგცემენ რჩევებს. გაითვალისწინეთ, რომ კოვიდ-19 -ის გამო, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დასარჩენი “ბუნგალოები” დროებით დაკეტილია, ასე რომ თუ შიგნით გადაწყვეტთ ღამის გათენებას, მოგიწევთ კარვით, ან მანქანით სარგებლობა. თავის დაზღვევის მიზნით ბაკი გადავავსე ბენზინით და დამატებით 20 ლიტრი საწვავიც მოვიმარაგე (რომელიც რეალურად არ დამჭირდა). გირჩევთ წინასწარ ჩაწეროთ ოფლაინ რუკაც, რადგან ვაშლოვანის ტერიტორიაზე ინტერნეტს რთულად თუ დაიჭერთ“, – განმარტავს ოთო ნიკურაძე.

ქართველი ბლოგერი საკუთარი პოსტის ბოლოს ყველას მოუწოდებს, იმოგზაურონ ქართულ აფრიკაში…

„მოკლედ, სანამ აცივდება, ყველას გაქვთ დრო და შანსი, რომ წახვიდეთ ქართულ აფრიკაში და აღმოაჩინოთ ისეთი საქართველო, რომელიც შეიძლება არც კი იცოდით რომ არსებობდა“, – დასძენს მოგზაური ბლოგერი.  

ვიდეორგოლი და ფოტომასალა: ოთო ნიკურაძე

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები