LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალგაზრდა რაჭველი ძმები ახალი ღვინის შექნას გეგმავენ, რომელიც უცნობი იქნება მომხმარებლისთვის

107
dd

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას ახალგაზრდა რაჭველ ძმებს აცნობს, რომლებიც მცირე მეწარმეები არიან.

23 წლის თაზო და 21 წლის გიორგი დვალმა დიდი ბებიის და ბაბუის საქმიანობა გააგრძელეს და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელშეწყობით ღვინის წარმოება გააფართოვეს. მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, “ხვანჭკარას” ჩამოსასხმელად საჭირო ინვენტარი შეიძინეს, ასევე, ბაბუას აშენებული სახლი სოფელ ძირაგეულში საოჯახო სასტუმროდ გადააკეთეს.

„ჩვენს ოჯახში ღვინის ჩამოსხმა ტრადიციაა, რომელსაც საფუძველი ჩვენმა დიდმა ბაბუამ და ბებიამ ჩაუყარეს. ისინი მეღვინეები იყვნენ. ახლა კი, მე და ჩემი ძმა ვუვლით ვენახს და წლიურად ვაწარმოებთ, დაახლოებით, 4-5 ტონა ღვინო ხვანჭკარას. გარდა ამისა, ბაბუას აშენებული სახლი გადავაკეთეთ საოჯახო სასტუმროდ და ვმასპინძლობთ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს“, – აცხადებ თაზო დვალი.

მისივე თქმით, რაჭველ ძმებს კიდევ უამრავი გეგმა აქვთ, მათ შორის: ღვინის წარმოების გაზრდა, ახალი ჯიშების დამატება და სრულიად ახალი ღვინის შექმნა, რომელიც უცნობი იქნება მომხმარებლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები