LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ამ შუაშისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრალი იქნება, მიშა თუ მოკვდება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

215
BeFunky-collage - 2022-12-06T232645.302

ამ შუაშისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრალი იქნება, მიშა თუ მოკვდება, – აღნიშნულის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც ნანუკა საუბრობს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს კაცი არ მოკვდეს და მას პატიმრობა გადაუვადონ.

“მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უტყდებათ მიშას თემაზე საუბარი და პრეზიდენტად არ მოიხსენიებენ. მიშა ძალიან ცუდადაა. 73 კილოგრამია და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. მეტყველება უჭირს და არის კიდევ რაღაც სხვა გამოვლინებები, რომელზეც საჯაროდ საუბრის უფლება არ მაქვს.

ამ შუაშისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრალი იქნება, მიშა თუ მოკვდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კაცი არ მოკვდეს და პატიმრობა გადაუვადონ. ძალიან ბევრ პატიმარს, მათ შორის კანონიერ ქურდებსაც გადაუვადეს პატიმრობა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის. პრეზიდენტები ჩვეულებრივი პატიმრები არ არიან. როდესაც ადამიანები ამაზე ხმას არ იღებენ, შუაშისტები არიან”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამავე თემაზე:

ნინო ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სულ მცირე სასჯელის გადავადებას

მიხეილ სააკაშვილი მოცილებული უნდა იქნეს ამ გარემოს და საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი: თენგიზ წულაძე

„ვივამედის“ დირექტორი სააკაშვილზე: იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ – არ ჭამს

„მიხეილ სააკაშვილი უარს კი არ ამბობს კვებაზე, ვერ იკვებება“ – გიული ალასანია “ვივამედის” განცხადებაზე

კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები