LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ამბობდნენ, რომ 16 წლის ასაკში მე-9 სართულიდან სიყვარულის გამო გადმოვხტი…სინამდვილეში ასე არ არის” – ლიკუნა ჩაჩიბაიას ისტორია

309
BeFunky-collage - 2022-12-08T004802.209

ლიკუნა ჩაჩიბაია ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში საკუთარ ისტორიას იხსენებს.

როგორც ლიკუნა აღნიშნავს, მასზე საუბრობდნენ, რომ 16 წლის ასაკში მე-9 სართულიდან შეყვარებულის გამო გადმოხტა, რაც სიცრუეა.

ლიკუნას თქმით, მას შეყვარებული არ ჰყოლია და ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.

“მეგობრებთან ერთად ვიყავი და ახლა ამბობენ, რომ იქ არ იყვნენ. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 წლის ბავშვი სიყვარულის გამო მე-9 სართულიდან გადმოვხტი და ჩემს თავს რაღაც დავუშავე. ეს ასე არ ყოფილა. დღესაც არ მყვარებია ისე, რომ მის გამო თავი მოვიკლა. მეგობარიც კი არ ყოფილა, უბრალოდ ჩემი ნაცნობი იყო”, – საუბრობს ლიკუნა ჩაჩიბაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები