LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ამერიკელებმა დელფინარიუმებისთვის  რობოტი–დელფინები შექმნეს

131
news201027

ამერიკელებმა რობოტი დელფინი შექმნეს და მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია. კომპანია Edge Innovations–ის ქმნილება ნამდვილი შედევრია და პროექტის მიზანი აკვაპარკებსა და დელფინარიუმებში გამომწყვდეული ძუძუმწოვრების ხელოვნური ვერსიით ჩანაცვლებაა.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ დროთა განამვლობაში ანიმატორულ საქმიანობაში თუ ჰოლივუდურ ფილმებში ცოცხალი დელფინების გამოყენების აუცილებლობა აღარ იქნება და მათ რკინის ორეულები ჩაანაცვლებენ.

აღსანიშნავია, რომ ინჟინერებმა დასაწყისისთვის 3 000 რობოტი დელფინი დაამზადეს და მათ სავარაუდოდ, სხვადასხვა შოუებში ვიხილავთ. ეს სიტუაცია გართობის სფეროს  სრულად შეცვლის. მაგალითად, 20–მდე ევროპულ სახელმწიფოში ცირკებსა თუ დელფინარიუმებში ცოცხალი ცხოველების გამოყენება უკვე აკრძალულია.

რაც შეეხება ინოვაციურ რობოტ–დელფინს, მისი სიგრძე 2,5 მეტრი, წონა კი 250 კილოგრამია. ფასი კი 3–დან 5 მილიონამდე დოლარი იქნება.

Edge Innovations–ში დარწმუნებულები არიან, რომ მოვა ისეთი დღეც როდესაც ხელოვნურ დელფინთან ერთად გაცურვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები