LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “არ მქონია იმის საშუალება, ყველა მისი ნაბიჯი მენახა…ეს ყველაფერი გამოვტოვე, რასაც გულწრფელად ვნანობ” – როგორი დედაა ნინი შერმადინი

1334
uj5rjr

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს ამჟამად საქართველოშია.

სამშობლოში ყოფნის დროს, ნინი გადაცემა “პოსტ ალიონს” შვილთან ერთად ესტუმრა, სადაც ცნობილმა დედა-შვილმა ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს:

ნინი შერმადინი: “არ ვიცი რომელიმე დედა ან მშობელი, თუ გადმოსცემს იმ ემოციას, რასაც გრძნობ, როდესაც შენს შვილს პირველად დაინახავ და დაიჭერ ხელში…

თოთო, უმწეო არსება არის შენზე დამოკიდებული და შენ უნდა იზრუნო მასზე.

მე და მარიამმა, ფაქტობრივად, ერთმანეთი გავზარდეთ.

რაც მე ემიგრაციაში მომიწია წასვლა, 10 წელი, ფაქტობრივად, მივდიოდი, მოვდიოდი და მე არ მქონია იმის საშუალება, რომ ყველა მისი ნაბიჯი მენახა, ეს ყველაფერი გამოვტოვე, რასაც გულწრფელად ვამბობ, რომ ვნანობ.

თუმცა, იმით ვიმშვიდებ თავს, რომ დღეს ამერიკის მოქალაქეა, იქ სწავლობს, იქ მიიღებს განათლებას და შეძენილ გამოცდილებას, დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ ქვეყანას მოახმარს.”

ვისი დახმარებით დაძლია რვათვიანი მძიმე დეპრესია ნინი შერმადინმა: „ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი…“

მარიამ ციცაგი: “დედაჩემი არის ძალიან, თბილი, მეგობრული კეთილი და გამგები დედა.

ყველაზე მეტად დედას უყვარს, როცა მივყვები გადაღებებზე ან როცა ერთად ვსეირნობთ ხოლმე”.

“ერთი ერთში გგავს”, “შენ მეგონე” – ნინი შერმადინის ულამაზესი ქალიშვილი დედის ასლია: რა ფოტოს გვიზიარებს მომღერალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები