LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი პირველ მასწავლებელზე: ,,ტიბეტში რომ ბერებთან წახვალ და ვერ აღწერ, ეს შეგრძნებაა…”

154
beka

გადაცემას ,,რა დროს ძილია” მუსიკოსი, ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი ესტუმრა და საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა. როგორც ბექამ აღნიშნა, ის ალბომის ჩასაწერად ემზადება. დისკის ჩაწერა ნიუ იორკშ სურს და პანდემიის დასრულებას ელოდება.

ბექამ განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა თავის პირველ მასწავლებელზე, ზურა რამიშვილზე, რომელსაც, მისი თქმით, სწავლების გამორჩეული მეთოდი აქვს.

,,კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ზურა არის ძალიან დიდი მასშტაბის მასწავლებელი, გლობალურად ვამბობ. ბევრი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ზურას მეთოდი არის, ჩემი აზრით, საუკეთესო და განუმეორებელი. ტიბეტში ბერებთან რომ წახვიდე და რომ ვერ მოჰყვები, რა თერაპია გაიარე და რა გამოცდილება იყო, ეს უნდა ნახო, სწორედ ასეა ზურას შემთხვევაშიც. ზარმაცი ვიყავი და ერთხელ მომიხსნა ერთ-ერთი გამის დაკვრა. ისე ვუჯერებდი, რომ სახლში არ ვუკრავდი. მეცადინეობის დოზებს ვერ ვაკონტროლებდი, რადგან ბევრად უფრო ნაკლებს ვუკრავდი, ვიდრე მეუბნებოდა”.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები