LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბორის ჯონსონი მხედველობის გაუარესებას კორონას აბრალებს

105
fh

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ მას მხედველობა გაუუარესდა. ბორის ჯონსონმა ამის შესახებ ერთ-ერთი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში მას უკვე ხშირად უწევს სათვალეების გამოყენება, რის გამოც პრემირი წუხილს გამოთქვამს.

„პირველად ბოლო პერიოდში სათვალეების ტარება მიწევს. ვფიქრობ, რომ ეს კორონავირუსის შესაძლო შედეგია. ჩემი აზრით, საკმაოდ შესაძლებელია, რომ მხედველობა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემა იყოს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა 6 აპრილს გაუარესდა, თუმცა მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და ის 12 აპრილს კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა.

 

https://www.facebook.com/skynews/videos/2902102513350168/?v=2902102513350168

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები