LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ცნობილი ქოუჩი ანდრო დგებუაძე ვახტანგ კახიძესთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგა: „სრული მოულოდნელობა და გმირობა ჩაიდინა…“

218
ანდრო

ნეკა სებისკვერაძე, გამოაქვეყნა ნაწყვეტი ვახტანგ კახიძის ნაწარმოებების საპრემიერო კონცერტიდან. ღონისძების სტუმარი გახლდათ ცნობილი ქოუჩი ანდრო დგებუაძე, რომელმაც საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობებით გააკვირვა დამსწრენი.

გთავაზობთ ნეკა სებისკვერაძის პოსტს და მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს:

„გუშინ კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის ოთხი ნაწარმოების პრემიერა მოისმინა მსმენელმა „Vita”, “Mix” და კონცერტები ვიოლინოსა და დოლისათვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. საკომპოზიტორო ტექნიკაზე, მის მასშტაბზე, მრავალფეროვნებაზე, სიღრმეზე ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა იმედია ამას მუსიკათმცოდნეები, ჩემზე უკეთ შეძლებენ და შეაფასებენ, თუმცა გადაჭარბების გარეშე  ვთვლი, რომ დღევანდელ რეალობაში, პროფესიულ მუსიკაში, ასეთი დიდი კომპოზიტორი, მეორე, ძნელად მოიძებნება…

სრული მოულოდნელობა და გმირობა კი ჩაიდინა ჩვენთვის  ყველასთვის ძვირფასმა ანდრო დგებუაძემ, მას აუდიტორია არასდროს აკლია, თუმცა  მსმენელის წინაშე, დიდი სცენაზე, ორკესტრის თანხლებით  პირველად წარდგა, უანდაც ინდური ფლეიტა  ბანსურისთვის შექმნილი ურთულესი ნაწარმოებით, ეს იყო დიდი შრომის ბრწყინვალე შედეგი.

ვულოცავ ყველა მონაწილეს და მაესტროს ასეთ წარმატებულ პრემიერებს!“

ვიდეო: ცნობილი ქართველი ლექტორის მუსიკალური შესაძლებლობები გაგაკვირვებთ

როგორ ვიპოვე საკუთარი თავი – ანდრო დგებუაძე რუბრიკაში ,,ჩემი ისტორია”

„დაღლილი, გაკვირვებული, ყვავილებს ყიდდა, ასე მიყურა ობიექტივში, ძლივს ვიკავებდი ცრემლებს“ – ანდრო დგებუაძე ემოციურ ამბავს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები