LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დღეს „ნასამ“ მარსისაკენ ახალ როვერები გაუშვა 

94
nasascncnews

გაშვებამდე კი „ნასამ“ორი ახალი მარს-როვერის შესახებ ანიმაცია გამოუშვა, რომელიც „იუთუბზეა“ განთავსებული. ანიმაციაში აღწერილია „ნასას“ ორი ახალი ზონდი, რომელთაგან ერთი პლანეტის რელიეფს, მეორე კი ატმოსფეროს გამოიკვლევს. ახალ როვერებს სახელად „მიზანსწრაფულობა“ და „გამომგონებლობა“ ჰქვიათ.

„მიზანსწრაფულობა“ ეცდება წითელ პლანეტაზე უძველეს დროში არსებული სიცოცხლის მტკიცებულებები და სხვა საჭირო საკვლევი მასალა მოიძიოს და ჩამოიტანოს დედამიწაზე, „გამომგონებლობა“ კი მარსზე ჩაფრენილი პირველი როვერი გახდება, რომლის გატესტვის შედეგებიც მეცნიერებს მომავალი როვერების დახვეწაში დაეხმარება.

წითელ პლანეტაზე ჩაფრენა ადვილი საქმე არ არის, რადგან მისი ატმოსფერო ძალიან თხელია. პლანეტის ზედაპირზე დასაშვებად აპარატი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს და ძალიან სწრაფად ბრუნავდეს. მარსის ახალი როვერები ამ მოთხოვნებს პასუხობენ. ისინი მზის პანელებით, სუპერ-სწრაფი მოტორებით, კამერებით და სატელიტებითაა აღჭურვილი. მათი წონა მხოლოდ 1.8 კგ-ს შეადგენს. როვერები გაშვების დღიდან 7 თვეში მიაღწევენ მარსს, პლანეტის ზედაპირზე დასაშვებად კი მხოლოდ 7 წუთი დასჭირდებათ.

ახალ როვერები მარსისაკენ „ნასამ“ დღეს გაუშვა, გაშვებას კი შეგიძლიათ თქვალი ადევნოთ აქ:

https://mars.nasa.gov/mars2020/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები