LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ეს ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობაა, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეხება გვაქვს! წელიწადი და ორი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია!”

96
BeFunky-collage (6)

თამო არდაშელია ავრცელებს სოციალურ ქსელში ამონარიდს ფილმიდან “მე გადავცურე ენგური”, სადაც ნაჩვენებია, რა გზებით უწევთ ე.წ. საზღვრის კვეთა აფხაზეთში გადასავლელად მოსახლეობას.

“ფილმის კადრები არ გეგონოთ … ეს ყველა იმ ადამიანის ყოველდღიურობაა, რომლებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ შეხება გვაქვს !

შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ ვისთვის?!რისთვის?! …

წელიწადი და ორი თვეა სახლში არ ვყოფილვარ. მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია!

გგონია ამ გზის გავლამ შემაფერხა ?! არა !! მაფერხებს ის წესები, რაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ დამიწესა!!
პ.ს ამ კადრებზე კიდევ მარტივი “ჩორნიხოდებია” ასახული … ( მაშინ, აბიტურიენტობისას, კვირაში ორ დღეს ამ გზას როცა გავდიოდი, ყველაზე საშინელ დღეებად წამომედგინა ! დღეს კი ამ რეალობიდან … )

პ.ს კადრები აღებულია #მეგადავცურეენგური

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიდან , სადაც სურვილის შემთხვევაში მეტის ნახვა შეგიძლიათ …”.- წერს თამო არდაშელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები