LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით მეღვინეობა „ქვე შენი ჭირიმე“-ს ახალგაზრდა დამფუძნებელი, რომელიც რაჭულ ღვინოს ევროპაში ყიდის

194
dd

ღვინის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას მეღვინეობა „ქვე შენი ჭირიმე“-ს დამფუძნებელს აკაკი სირაძეს აცნობს, რომელიც წარმატებული მეღვინეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულიდან. აკაკი სირაძემ ღვინო პირველად 2017 წელს დაწურა და უკვე ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში ყიდის.

მისი “ხვანჭკარა” ღვინის მწერალმა, The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, საიმონ ვულფმა დაახასიათა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება.

აკაკი სირაძე გეგმავს ღვინის ტურიზმის განვითარებასა და რაჭაში წარმოებული ღვინოების ახალ ბაზრებზე გატანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები