LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაიცანით ქართველი ექიმი, რომელმაც ბიო მეურნეობა გააშენა და ტრაქტორის ტარებაც ისწავლა

238
Untitled

43 წლის, პროფესიით ექიმმა თეა ქუთათელაძემ 5 წლის წინ ბიო ფერმერობა და საკუთარი მცირე მეურნეობის წამოწყება გადაწყვიტა. დამწყებმა მეწარმემ, თავდაპირველად ჟოლო და მაყვალი გორში ერთ ჰექტარ მიწაზე გააშენა, მოგვიანებით კი, მისმა ბიო მეურნეობამ მარნეულში, 7 ჰექტარ მიწაზე გადაინაცვლა.

ბიზნესის გაფართოების შემდეგ, თეას სამაცივრე დანადგარები და პროდუქციის დასაწყობება დაჭირდა, რომლის განხორციელებაც სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში, მოპოვებული გრანტით შეძლო.

„თუ გინდა, რომ იყო წარმატებული ფერმერი, ყველაფერში შენ თვითონ უნდა იყო ჩართული, ტრაქტორის ტარებაც უნდა შეგეძლოს, გასხვლაც, დარგვაც, მოკრეფაც… ყველაფერი უნდა იცოდე ზედმიწევნით კარგად, იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანი იყოს შენი მეურნეობა და წარმატებას მიაღწიო“, – ამბობს თეა ქუთათელაძე.

აღსანიშნავია, რომ პროფესიით ექიმის მიერ მოყვანილი ჟოლო და მაყვალი თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტში იყიდება. გარდა ამისა, როგორც თეა ქუთათელაძე ამბობს, საბითუმო შემსყიდველები მას ადგილზე, ბიო მეურნეობაშიც აკითხავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები