LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გათიშეთ კამერები!..“ – რუსკა მაყაშვილის ცეკვა ბოძზე „ნიჭიერის“ ეთერში

2387
ruskamayashvili

„ნიჭიერის“ მეათე საიუბილე სეზონი „რუსთავი 2“-ზე დიდი რეიტინგით დაიწყო. სატელევიზიო გადაცემებს შორის ის პირველ ადგილზე გავიდა 22 %-ზე მეტით და მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა.

ერთ-ერთი რეიტინგული ნომერი, რომელიც გუშინდელ გადაცემაში იყო, ჟიურის წევრის, მსახიობისა და ტელეწამყვანის, რუსკა მაყაშვილის მიერ ბოძზე ექსპრომტად შესრულებული ცეკვა გახლდათ.

რუსკამ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მონაწილისთვის დადგმული ბოძით თავადაც ესარგებლა და ეცადა ცეკვის შესრულება, რაც მშვენივრად გამოუვიდა და ჟიურის წევრებისა და მაყურებლის დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

„ნიჭიერს“ რუსთავი 2“-ზე ამიერიდან ყოველ სამშაბათს შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები