LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიგი უგულავა საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

62
Capture

“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა იუსტიციის სამინისტროსთან საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს.

პარტიის ლიდერი და მისი თანაგუნდელები პლაკატების გაკვრას სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ღობეზე ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

მოგვიანებით, პარტიის ლიდერებმა პლაკატები მაინც გააკრეს, თუმცა მალევე ისინი მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

როგორც სამართალდამცავებმა გიგი გუგულავას მერიიდან განუმარტეს, მას ჯარიმა ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის გამოუწერეს.

გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ასეთი აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და სამართლის აღდგენას სასამართლოს გზით ეცდება.

“ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, კანონს… ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი. ერთადერთი აქედან [იუსტიციის სამინისტროდან] რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო,”- ამბობს უგულავა.

პარტია “ევროპული საქართველო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფეიბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა იუსტიციის სამინისტროს წინ პლაკატების დემონსტრაციული გაკვრით გააპროტესტეს ის უკანონობა, რამელსაც “ქართული ოცნება” მიმართავს ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ ჯარიმებს უწერს, კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით,”- აღნიშულია განცხადებაში.

 

 

პოპულალურები