LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გიორგი ედიბერიძემ “გზა დაგვილოცეთ” ექთნებთან ერთად შეასრულა

285
page

2020 წლის, მარტიდან, მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა. კორონავირუსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ზოგ პაციენტს მარტივად და უსიმპტომოდ გადააქვს, ზოგს კი გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. საზოგადოებაში მძიმე ემოციური ფონია. თუმცა, ადამიანები, რომლებმაც ვირუსი დაამარცხეს, ხალხს ამხნევებენ და კლინიკებს სიმღერ-სიმღერით ტოვებენ.

გიორგი ედიბერიძემ სიმღერა “გზა დაგვილოცეთ” ექთნებთან ერთად შეასრულა. დერეფანში ყველას ჩამოუარა და მადლობა გადაუხადა. ამღერებულ პაციენტს, პალატებიდან სხვა პაციენტებიც გამოეგებნენ და სიმღერით დაემშვიდობნენ.
გიორგი ედიბერიძე სვირის მკვიდრია. მას კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება დაუდგინდა, ამიტომ სასწრაფო დახმარება და კლინიკაში გადაყვანა  გახდა საჭირო. ის საჩხერის კლინიკაში მკურნალობდა და ვიდეოც ამავე კლინიკაშია გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები