LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ილიკო სუხიშვილი ახალი პროექტის შესახებ – „მისტიკურ ეტაპზე გადავედით!..“

213
Screenshot-1

ილიკო სუხიშვილი პროექტის “არტეფაქტები” შესახებ პირველად საუბრობს. ქორეოგრაფი აღნიშნავს, რომ ბოლო მოვლენებმა ალტერნატიული სივრცის შექმნის გადაწყვეტილება მიაღებინა.

“ქართული ცეკვის გადმოტანა ასეთ სივრცეში, ვგრძნობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, დასისთვის და ის წამოიღებდა აუცილებლად რაღაც ახალს, პროგრესს. აქ ვეძებთ სხვა ფორმებს. განვიხილავთ იმ მასალას, რომელიც სხვაგან გაგვიკეთებია და აშკარად ვგრძნობთ, რომ ამ სივრცეში გადმოტანილი იგივე მასალა ტრანსფორმირდება.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ უცებ განვიცადეთ რეაბილიტაცია და გადავედით ექსპერიმენტების ეტაპზე, რასაც მისტიკურ ეტაპს ვეძახით, სადაც ვქმნით და ვაერთიანებთ დღევანდელ ფოლკლორს და პლასტიკურ მოძრაობებს და საბაზოდ ვიღებთ ტრადიციულ, ეროვნულ მასალას“.

შეგახსენებთ, რომ პროექტს სცენაზე “თაკარა”, რომელიც ნაფეტვრებში მდებარეობს, 21-28 აგვისტოს წარმოადგენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები