LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა იყოს უსაფრთხო – წესები, რომელთა დაცვაც მოგვიწევს

62
maxresdefault

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოგზაურებს იმ წესებს აცნობს, რომელთა გათვალისწინებაც მათ მოგზაურობის დროს მოუწევთ.

„საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა უდიდეს სიამოვნებას, ახალ თავგადასავლებსა და დაუვიწყარ მოგონებებს გვპირდება. იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა დაცულ ტერიტორიებზე იყოს უსაფრთხო, ბუნებასთან ეკომეგობრული და ჰარმონიული, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჩვევებისა და წესების გათვალისწინება.

მოგზაურობის დროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კოვიდ 19 პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციები: https://bit.ly/3mc9zMc

მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადდა ვიდეოკლიპი დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები